ტიერი კორეიას მიერ მოედანზე გატარებული თითო წუთი „ვალენსიას“ 10 ათასი ევრო დაუჯდა
ტიერი კორეიას მიერ მოედანზე გატარებული თითო წუთი „ვალენსიას“ 10 ათასი ევრო დაუჯდა

ტიერი კორეიამ „ვალენსიას“ იმედები ვერ გაამართლა, – წერს  Marca.

ესპანურმა კლუბმა მარჯვენა მცველი ლისაბონის „სპორტინგისგან“ 2019 წლის ზაფხულში 12 მილიონ ევროდ შეიძინა.

21 წლის ფეხბურთელმა „ღამურების“ შემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ დათვალა, რომ ტიერი კორეიამ 2019/20 წლების სეზონში „ვალენსიას“ შემადგენლობაში მოედანზე იმდენად ცოტა პერიოდი დაჰყო, რომ ფეხბურთელის ნათამაშები თითოეული წუთი „ღამურებს“ 10 ათას ევროზე მეტი დაუჯდათ.