ტიერი ანრის ოლიმპიურ ნაკრებში მბაპეს, გრიზმანისა და ჟირუს ხილვა სურს #1TVSPORT
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი იმედოვნებს, რომ რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი გუნდის კილიან მბაპეთი, ოლივიე ჟირუთი და ანტუან გრიზმანით გაძლიერებას შეძლებს. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien-ი წერს.
ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე, ტრადიციულად, 23 წლამდე ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ თითოეულ გუნდს აქვს უფლება, განაცხადში შეიყვანოს ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელი.
2024 წლის ოლიმპიადაზე ფეხბურთელთა ტურნირი 24 ივლისს დაიწყება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, პრაქტიკულად ევრო 2024-ის დასრულებისთანავე გაუშვებენ თუ არა მბაპეს, გრიზმანსა და ჟირუს პარიზში სათამაშოდ მათი კლუბები. ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.