ტიერი ანრიმ საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების განაცხადი წარადგინა - პარიზი 2024-ზე კილიან მბაპე არ ითამაშებს #1TVSPORT
ტიერი ანრიმ საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების განაცხადი წარადგინა - პარიზი 2024-ზე კილიან მბაპე არ ითამაშებს #1TVSPORT

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის განაცხადი წარადგინა.

ფრანგული მედიის ცნობით, ოლიმპიადაზე კილიან მბაპეს გამგზავრებაც მოსალოდნელი იყო, თუმცა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი განაცხადში არაა.

ოლიმპიურ თამაშებზე, ფეხბურთის ტურნირზე გუნდებს 23-წლამდე მოთამაშეები დააკომპლექტებენ. მწვრთნელებს განაცხადში 23 წელზე მეტი ასაკის სამი ფეხბურთელის შეყვანის უფლება აქვთ.

საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა შევალიე (ლილი), ობე ნკამბადიო (პარიზი), გილამ რესტი (ტულუზა), რობინ რისე (დიჟონი).

მცველები: ბაფო დიაკიტე (ლილი), მაქსიმ ესტევი (ბარნლი), ბრედლი ლოკო (ბრესტი), კასტელო ლუკება (ლაიფციგი), კილიან სილდილია (ფრაიბურგი), ადრიენ ტრუფერი (რენი), ლენი იორო (ლილი).

ნახევარმცველები: მანიე აკლიუშე (მონაკო), ჟორის შოტარი (მონპელიე), დესირ დუე (რენი), მანუ კონე (მიონხენგლადბახი), ენცო მილო (შტუტგარტი), კეპრენ ტურამი (ნიცა), ლესლი უგოჩუკვუ (ჩელსი), ვარენ ზაირ-ემერი (პსჟ).

თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა (პსჟ), არნაუ კალიმუენდო (რენი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), მაიკლ ოლისე (კრისტალ პალასი), მატის ტელი (ბაიერნი).