ტიერი ანრი პსჟ-ს თამაშზე - 5:1-ზე, 6:1-ზე, 7:1-ზე მბაპე, ნეიმარი და მესი ყოველთვის დაცვაში ბრუნდებოდნენ! გეშინოდეს ევროპა! #1TVSPORT
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდების თამაშზე ილაპარაკა „ლილთან“ ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩში, რომელიც პარიზელებმა სტუმრად 7:1 მოიგეს.
„პირადად ჩემთვის საინტერესო იყო, რას აკეთებდნენ ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე უბურთოდ.
5:1, 6:1, 7:1 ანგარიშის დროსაც კი ისინი ყოველთვის დაცვაში ბრუნდებოდნენ! თუ ისინი ასევე გააგრძელებენ, ვიტყვი: „გეშინოდეს საფრანგეთო და გეშინოდეს ევროპა!“ – განაცხადა ანრიმ.
„ლილთან“ მატჩში მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ნეიმარს 2+3 ჰქონდა, მესის – 1+1. შეხვედრის შემდეგ, ნეიმარმა 10-ბალიანი სისტემით 9.5 მიიღო, მბაპემ – 9 და მესიმ – 8.5.
ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, ნეიმარს ოთხ ოფიციალურ მატჩში შვიდი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, მესის – ოთხი გოლი და ორი საგოლე პასი.