ტიერი ანრი მესის მისამართით სტვენაზე - უხერხული მოსასმენი იყო, ის „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფანებმა საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება ლიონელ მესის მიმართ.
როგორც გამოცემა RMC Sport-ი წერს, „ლიონთან“ მატჩის წინ, შემადგენლობების გამოცხადებისას პარიზელმა გულშემატკივრებმა სტვენა დაიწყეს არგენტინელის გვარის მოსმენის დროს.
ინციდენტს გამოეხმაურა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ტიერი ანრი.
„უხერხული მოსასმენი იყო სტვენა „პარკ დე პრენსზე“. არ შეიძლება, უსტვინო გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, რომელმაც სეზონში 13 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
პირადად ჩემი სურვილია, რომ მან კარიერა „ბარსელონაში“ დაასრულოს. არ ვიცი, როგორ მოიქცევა. მე არ მომეწონა, როგორც წავიდა „ბარსელონადან“ მას შემდეგ, რაც მან ამ გუნდისთვის გააკეთა… ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო, ის „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ანრიმ.