ტიბო კურტუას მადრიდის „რეალში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია​
ტიბო კურტუას მადრიდის „რეალში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია​

ბელგიის ნაკრების მეკარის ტიბო კურტუას მადრიდის „რეალში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

კურტუამ ჯერ „ჩელსის“ ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის განუცხადა, რომ ლონდონური კლუბის დატოვება უნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ არ დაბრუნდა „ჩელსის“ რიგებში და არც მიზეზები აუხსნია.

„ჩელსიმ“ უკვე დაიწყო ბელგიელის შემცვლელის ძიება. არის ორი ძირითადი პრეტენდენტი – „სტოკის“ კარის დარაჯი ჯეკ ბატლენდი და „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკი.
გასულ სეზონში კურტუამ „ჩელსის“ რიგებში 46 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაუშვა.