მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ „ბეტისის“ ფეხბურთელთან, ბორხა იგლესიასთან ერთად მადრიდის „ინტერი“ შეიძინა. ეს საფეხბურთო კლუბი ესპანეთის მესამე დივიზიონში თამაშობს.
რამდენიმე კვირის წინ, კურტუა და იგლესიასი ერთ-ერთი საუკეთესო კიბერგუნდის DUX Gaming-ის მფლობელები გახდნენ.
ბელგიელი მეკარე კონსულტანტის როლს შეასრულებს, როგორც საფეხბურთო კლუბში, ასევე კიბერსპორტულ გუნდში. კორონავირუსის პანდემიის დროს, კურტუა ვირტუალურ რბოლებში იღებდა მონაწილეობას ფორმულა 1-ის პილოტებთან ერთად და ერთხელ, ერთ-ერთი გრანპის გამარჯვებულიც კი გახდა.