მთავარ მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო ბელგიის ეროვნული ნაკრები მეკარე ტიბო კურტუამ დატოვა.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ახლა უკვე ყოფილმა მეკარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრიასთან შეხვედრაში, კევინ დე ბრუინეს არყოფნაში, გუნდი კაპიტნის რანგში, მის ნაცვლად, რომელუ ლუკაკუმ გაიყვანა.
„მე ვესაუბრე რომელუსა და ტიბოს, – განაცხადა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, – ვუთხარი, რომ ავსტრიასთან მატჩში კაპიტანი ლუკაკუ იქნებოდა, ესტონეთთან გასამართ შეხვედრაში – კურტუა“.
ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ესტონეთთან 20 ივნისს გაიმართება, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ტიბო კურტუას ვერ ვიხილავთ.
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შოკირებულია ეროვნული გუნდის მეკარის გადაწყევტილებით.
ტიბო კურტუას ბელგიის ნაკრების შემადგნლობაში 102 მატჩი აქვს ჩატარებული.