ტიბო კურტუა - საკმარისია ჩვენს ხელფასებზე ლაპარაკი #1TVSPORT
ტიბო კურტუა - საკმარისია ჩვენს ხელფასებზე ლაპარაკი #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთში გადატვირთული კალენდარის შესახებ.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა FIFPRO-ს როლს მოთამაშეების დაცვაში, მაგრამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ სხვა ხელმძღვანელი ორგანიზაციები ყურადღებას არ აქცევენ ამ პრობლემას. მან ახსენა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი და აღნიშნა სირთულეები, რომელსაც აწყდებიან კლუბები, როცა მინაწილეობისთვის სწორ ხერხებს ეძებენ.

„ხალხმა უნდა შეწყვიტოს ფეხბურთელებისთვის ასეთი ფრაზით მიმართვა – „თქვენ ხომ ასე ბევრს გამოიმუშავებთ“. ბევრის გამომუშავება შეიძლება 10-ით ნაკლები მატჩის ჩატარების შემთხვევაშიც. საქმე იმაში არ არის, რომ ბევრი მატჩია… ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ დასვენება არ გვყოფნის.

FIFPRO ცდილობს ფეხბურთელების დაცვას, მაგრამ სხვა მარეგულირებელი ორგანოები ამაზე არ ფიქრობენ. კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატმა უნდა იარსებოს, მაგრამ რთულია მასში მონაწილეობის მისაღებად სწორი ხერხის მონახვა. ვფიქრობ, კლუბებს სურთ დახმარება, მაგრამ ჩვენ ყველანი მივყვებით წესებსა და კალენდარს, რომელსაც გვთავაზობენ.

მგონია, რომ ფეხბურთელები წინააღმდეგი არ იქნებიან ცხრა თვე შესვენების გარეშე ითამაშონ, იმ პირობით, რომ შესაფერისი მომზადების და დატვირთვების გადანაწილების საშუალება ექნებათ, როგორც ეს NBA-შია.

ჯუდ ბელინგემი და დანი კარვახალი 14 ივლისამდე თამაშობდნენ, 1 აგვისტოს უკვე მადრიდში ვარჯიშობდნენ, 8 აგვისტის კი სუპერთასზე ითამაშეს. ეს რომ ამერიკაში NBA-ში მომუშავე ადამიანებს მოუყვე, ისინი ამას ვერ მიხვდებიან.

ამ დღეებში ველაპარაკე ფედერიკო ვალვერდეს და ვუთხარი: „შენი შემდეგი დასვენება 2027 წელს იქნება“. გესმით, როგორია სიგიჟეა ეს! წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატი, ასე რომ დასვენება არ არის“ – მოჰყავს კურტუას სიტყვები CNN-ს.