ტიბო კურტუა - „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად „სამეფო კლუბის“ მოთამაშე უნდა დაასახელონ.
„ყველა ნომინანტი, რომელიც „რელიდან“ „ოქროს ბურთზეა“ წარდგენილი, გამარჯვებას იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ჯილდო ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს“, – განაცხადა კურტუამ.
2024 წელს „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ამ გუნდიდან ექვსი ფეხბურთელია წარდგენილი: ჯუდ ბელინგემი, ფედერიკო ვალვერდე, ვინისიუსი, დანიელ კარვახალი, კილიან მბაპე და ანტონიო რიუდიგერი.
ასევე, ნომინანტთა შორისაა ტონი კროოსი, რომელმაც კარიერა დაასრულა.