ტიბო კურტუა მუხლის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, მომავალ სეზონს გამოტოვებს - მადრიდის „რეალი“ ახალ მეკარეს ეძებს #1TVSPORT
ტიბო კურტუა მუხლის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, მომავალ სეზონს გამოტოვებს - მადრიდის „რეალი“ ახალ მეკარეს ეძებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გუნდის ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ ვარჯიშის დროს მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს ჩამოშორდება კურტუა ფეხბურთს, თუმცა მსგავსი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს, დაახლოებით, შვიდი ან რვა თვე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიელი 2023/24 წლის საფეხბურთო სეზონს გამოტოვებს.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ მადრიდის „რეალმა“ უკვე დაიწყო ახალი მეკარის ძიება. ამჟამად კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ანდრეი ლუნინი, ფრან გონსალესი და დიეგო პინეირო არიან. სამივე მათგანი ახალგაზრდაა და მათ სათანადო გამოცდილება არ აქვთ.

„სამეფო კლუბი“ ლა ლიგაში ახალ სეზონს 12 აგვისტოს, ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრით გახსნის.