ტიბო კურტუა 2018 წლის საუკეთესო მეკარე გახდა
ტიბო კურტუა 2018 წლის საუკეთესო მეკარე გახდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), ტრადიციულად, გასული წლის საუკეთესო მეკარე გამოავლინა.

ჟიურის წევრები იყვნენ ექსპერტები 90 ქვეყნიდან. მათ 181 ხმით პირველი ადგილი მადრიდის „რეალის“ ბელგიელ მეკარეს, ტიბო კურტუას მიაკუთვნეს. მეორე იყო უგო ლორისი „ტოტენჰემიდან“ (109 ხმა), მესამე – ჯანლუიჯი ბუფონი („პარი სენ-ჟერმენი“, 59 ხმა). მეოთხე პოზიციაზე კეილორ ნავასი („რეალი“, 58) აღმოჩნდა. მეხუთე ადგილი 49-49 ხმით იან ობლაკმა („ატლეტიკო“) და მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა („ბარსელონა“) გაიყვეს.

ტიბო კურტუა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამაც (FIFA) 2018 წლის საუკეთესო მეკარედ აღიარა.