თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში - ვერცხლის, ხეცურიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში - ვერცხლის, ხეცურიანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები.

ტურნირზე ქართველი პარამოფარიკავეები ორ დისციპლინაში, რაპირასა და ხმალში გამოდიან. დღეს ეტლით მოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ხმალში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მედლები მოიპოვეს.

თიბილაშვილმა ტურნირზე რაპირით ეტლით ფარიკაობაში გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს დღეს ხმალში აღებული ვერცხლი დაუმატა. მსოფლიო თასზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ირმა ხეცურიანმა კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.