„პარი სენ-ჟერმენის“ თავდმასხმელმა ტიაგუ სილვამ აღიარა, რომ კორონავურუსის ეშინია. ფეხბურთელი ახლა ბრაზილიაშია და კარანტინში იმყოფება.
„მე რიოში ვარ, კარანტინში, – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს SportTV. – რთული მდგომარეობაა, ჩვენ ყველას გვეშინია საკუთარი თავისა და ახლობლების გამო, მაგრამ ადამიანს ადაპტაციის არაჩვეულებრივი უნარი აქვს.
ჩემთვის ეს შვებულება არ არის, ეს უფრო ფიქრის პერიოდია. ჩვენ ყველას გვაშინებს ის, რაც მსოფლიოში ხდება.
რთულია, ასეთ დროს ფიზიკური ფორმა შეინარჩუნო, ყველა საწვრთნელი ბაზა დახურულია“.