„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, 35 წლის ბრაზილიელი მზად არის ხელფასის შემცირებაზე რომელიმე ინგლისურ გუნდში თამაშის სანაცვლოდ.
ფეხბურთელზე პრეტენდენტებს შორის სახელებიან – „არსენალი“, „ევერტონი“, „ტოტენჰემი“ და „ვულვერჰემპტონი“.
ტიაგო სილვა პირველ ივლისს უნდა გახდეს თავისუფალი აგენტი, მაგრამ პსჟ-ის ხელმძღვანელობას სურს ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩეს გუნდში. პარიზულ კლუბს აგვისტოში მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება – გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული, გარდა ამისა, წინ აქვს საფრანგეთის თასისა და საფრანგეთის ლიგის თასის ფინალები.