ტიაგო სილვა გაწბილებულია იმ ფაქტით, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ ძალიან განიცადა ის ფაქტი, რომ გუნდი მასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. როგორც RMC Sport იუწყება, კლუბის გადაწყვეტილება ბრაზილიელისთვის ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა, ხოლო ტიაგოს გარემოცვა ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი „გაწბილებული და დათრგუნულია მოვლენების ასეთი განვითარებით“.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ სილვა არ აპირებს გუნდთან შეთანხმების გაგრძელებას მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ბოლომდე და ახალი კლუბის ძებნას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა პარიზში 2012 წელს „მილანიდან“ გადავიდა და ტრანსფერის ღირებულებამ 42 მილიონი ევრო შეადგინა.