მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ გადახედა თავის გადაწყვეტილებას გუნდის დატოვების შესახებ. ადრე გერმანიის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ვერ შეძლო ესპანელთან მოლაპარაკება. ტიაგოზე მთავარ პრეტენდენტად „ლივერპული“ განიხილებოდა.
მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოგების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნახევარმცველი „ბაიერნში“ გააგრძელებს კარიერას.
„მან მითხრა, რომ რჩება“, – განაცხადა „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა.
ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში ტიაგო ალკანტარამ 24 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი მიუნხენელებთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.