ტი ჯეი დილაშოუს ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა სურს
ტი ჯეი დილაშოუს ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა სურს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლ ტი ჯეი დილაშოუს ლეგენდარულ მოკრივესთან ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა სურს. მსუბუქი წონის (51-54 კგ) ყოფილ ჩემპიონს ამ დრომდე დისკვალიფიკაცია აქვს. ის ოქტაგონზე გასვლას 2021 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს. დაახლოებით 1 წლის წინ დილაშოუს სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს, მებრძოლი სწორედ ამიტომ იხდის ამ დრომდე დისკვალიფიკაციას.

როგორც მოგეხსენებათ, ცნობილმა მოკრივემ, დაუმარცებელმა ფლოიდ მეივეზერმა რამდნეიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2020 წელს ის კვლავ გამართავს ბრძოლას. სავარაუდო მეტოქეს ფლოიდი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტთან, დანა ვაიტთან ერთად შეარჩევს.

არიელ ჰელვანისთან სტუმრად ტი ჯეი დილაშოუმ საკუთარ კარიერაზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. „მე მთელი წელი მქონდა იმისათვის, რომ ბოქსისთვის მოვმზადებულიყავი. ამ პერიოდის მანძილზე ისეთ გამოცდლ მოკრივეებთან ვივარჯიშე, როგორებიც ლომაჩენკო და ტერენს კროუფორდი არიან. ფლოიდს ჩემი დამარცხება და დაგდგება ძალიან გაუჭირდება. ვფიქრობ რომ გულშემატკივარი ამ ბრძოლას სიამოვნებით იხილავდა“.