ტი ჯეი დილაშოუს ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს, მებრძოლი დოპინგ სკანდალში ეხვევა
ტი ჯეი დილაშოუს ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს, მებრძოლი დოპინგ სკანდალში ეხვევა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონის (51-54 კგ) მოქმედ ჩემპიონს ტიტული და საჩემპიონო ქამარი ჩამოერთვა.

ტი ჯეი დილაშოუს (16-4) ნიუ იორკის სპორტსმენთა სადისციპლინო კომიტეტმა აუწყა, რომ ბოლო ბრძოლის შემდეგ ჩაბარებულმა დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მოგვიანებით კომიტეტმა დილაშოუს განაჩენი გააჟღერა.

მებრძოლი აქტიურ სპორტს ერთი წლით ჩამოშორდა. მას ასევე $10,000 ჯარიმის გადახდა მოუწევს. უკანსკნელი ბრძოლა ტი ჯეიმ 19 იანვარს, ბრუკლინის ბარკლეის ცენტრში, ჰენრი სეხუდოსთან გამართა და პირველივე რაუნდში დამარცხდა.