Theathletic - კვარაცხელია მარცხენა მცველის პრობლემამ იზოლაციაში მოაქცია და ადვილად გასანეიტრალებელია #1TVSPORT
Theathletic - კვარაცხელია მარცხენა მცველის პრობლემამ იზოლაციაში მოაქცია და ადვილად გასანეიტრალებელია #1TVSPORT

„ნაპოლი“ კრიზისშია, მოთამაშეები ფორმაში არ არიან, მწვრთნელი დაღლილია და მფლობელი შფოთავს“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა Theathletic-მა წერილი, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას უშედეგო თამაშის მიზეზებიც არის ახსნილი.

„როდესაც „ნაპოლი“ გასვლაზე „რომასთან“ 2:0 დამარცხდა, „სტადიო ოლიმპიკოდან“ გამოსულ ვალტერ მაძარის („ნაპოლის“ მწვრთნელს) გუნდის ავტობუსი წასული დახვდა. მაძარი იდგა თავისი ჩანთით და ღამის ბარგით, ეწეოდა სიგარეტს და ელოდა ტაქსს, რომელიც ნეაპოლში დააბრუნებდა. ეს მგზავრობა დაახლოებით 500 ევრო დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“, კვარაცხელიასა და ოსიმენის გუნდმა, სერია A-ში ბოლო ექვსი თამაშიდან ხუთში ბურთი ვერ გაიტანა. კვარაცხელიამ იტალიაში პირველ წელს წარმოუდგენელი სტანდარტები დაადგინა, მაგრამ წელს იგივე სიმაღლეს ვერ მიაღწია. მარცხენა მცველის პრობლემამ (სადაც ადრე რუი ჩართვებით კარგად ეხმარებოდა), ქართველი იზოლაციაში მოაქცია და ადვილად გასანეიტრალებელია.

ლობოტკა და ანგისა საკუთარი თავის აჩრდილები არიან, ოსიმენი კი ხშირად დაშავებული, დისკვალიფიცირებული ან გაბრაზებულია. აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელმა შობამდე ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს და გასულ კვირას ღამის კლუბში გადაიღეს, როცა ევროებს ჰაერში აგდებს, თითქოს ეს „მონოპოლიის“ ფული იყო. როგორც კი აფრიკის თასიდან დაბრუნდება, ოსიმენმა უნდა დაადასტუროს, რომ გასულ სეზონში სერია A-ში შედეგიანად შემთხვევით არ ითამაშა.

ამავე დროს, მაძარი დე ლაურენტისს დაჰპირდა, რომ თავის პრინციპებს გაწირავდა და გუნდს გასული სეზონის მსგავსად, სპალეტის სტილში ათამაშებდა, მაგრამ თუ 4-3-3 სქემას შედეგები არ მოაქვს, იქნებ დროა, რომ თავისი ხედვა შეცვალოს და „ნაპოლი“ 3-4-2-1 სქემაზე გადააწყოს, რომელსაც კარგად იცნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ტაქსმა, რომელსაც თამაშის შემდეგ გამოიძახებს, შესაძლოა ნეაპოლის ნაცვლად, სახლში, ტოსკანში წაიყვანოს“, – წერს გამოცემა.