ტესტ-მატჩების სენსაცია - ლიგა 2-ის ლიდერმა ბათუმის „დინამო“ დაამარცხა
ტესტ-მატჩების სენსაცია - ლიგა 2-ის ლიდერმა ბათუმის „დინამო“ დაამარცხა

ზაფხულის საწვრთნელი შეკრებაზე თბილისის „მერანმა“ ბოლო ამხანაგურ შეხვედრა გამართა. ლიგა 2-ის ლიდერი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად, ანგარიშით 1:3 დაამარცხა.

ამხანაგურ მატჩში „მერანის“ თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ დუბლი შეასრულა, ერთიც იაგო დეისაძემ გაიტანა. ბათუმელთა რიგებში კი თავი ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა – ეროვნული ნაკრების წევრმა ახალ გუნდში თავი პირველად გამოიჩინა.

ეროვნული ლიგა 2-ში სეზონი ოთხ აგვისტოს განახლდება, თბილისის „მერანი“ ხუთ აგვისტოს „გაგრას“ ესტუმრება. „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ კი თამაშები შაბათს, სამ აგვისტოს დაიწყება. თუმცა, ბათუმის „დინამო“ ერთი დღის დაგვიანებით, ოთხ აგვისტოს ითამაშებს და ანგისას სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლებს.