„ბარსელონას“ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, შესაძლოა, მუხლზე ოპერაცია დასჭირდეს.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, გერმანელი მეკარე ადრე მიღებული ტრავმის შემდეგ, ისევ გრძნობს მცირე ტკივილს მუხლის არეში. ამის გამო, ტერ შტეგენმა გამოტოვა ლა ლიგაში დასკვნითი ტური „ალავესის“ წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგაზე მეკარე დაეხმარება თავის გუნდს, რის შემდეგაც, კლუბი და ტერ-შტეგენი მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უნდა დათანხმდეს თუ არა ფეხბურთელი ოპერაციას, რომლის შემდეგაც აღდგენითი პროცესი სამი-ოთხი თვე გაგრძელდება.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალდში „ბარსელონა“ შინ ჩაატარებს განმეორებით მატჩს „ნაპოლისთან“. თამაში 8 აგვისტოს ბარსელონაში გაიმართება. პირველი შეხვედრა ნეაპოლში ანგარიშით 1:1 დასრულდა.