ცნობილი გახდა „ბარსელონას“ მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაზიანების დეტალები. გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
32 წლის მეკარე პირველი ტაიმის ბოლოს შეეჯახა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს და სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანება. ტერ შტეგენი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
როგორც გაზეთ AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი იტყობინება, ტერ შტეგენს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და მან, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.