„ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უცნაური აღიარება გააკეთა. გერმანელის თქმით, ის თითქმის არ ადევნებს თვალს ფეხბურთს.
„ხალხი იცინის, როცა ვამბობ, რომ ცოტა რამ ვიცი ფეხბურთის შესახებ. არ ვუყურებ ბევრ თამაშს, მხოლოდ კარგ მატჩებს ან თუ ჩემი მეგობარი მონაწილეობს. ხშირად მეკითხებიან რომელიმე მოთამაშეზე, მე კი წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ის. ხშირად ამა თუ იმ ფეხბურთელის მინდორზე მოძრაობა და კარში დარტყმის მანერა უკეთ ვიცი, ვიდრე მისი გვარი.
მე უფრო მომწონს ცოლთან არქიტექტურაზე ლაპარაკი“, – განუცხადა გაზეთ „ელ პაისს“ ტერ შტეგენმა.