ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ ნოიერი ნაკრებში არ დაბრუნდება #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ არ აპირებს გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას. ცოტა ხნის წინ, მძიმე ტრავმა მიიღო „ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა, რომელსაც მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.
ნოიერმა ტერ შტეგენის ტრავმის ფონზე უარყო ეროვნულ გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა.
„საკუთარი სურვილით წავედი. მე ტერ შტეგენს ოპერაციის შემდეგ ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე. ყველა გარემოებიდან გამომდინარე, მას კარგად უჭირავს თავი.
მე კარგად ვიცი. რას ნიშნავს ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნება და ვფიქრობ, მარკი ამას გაუმკლავდება“, – განაცხადა ნოიერმა Sky Sport-ის ეთერში.