ტერ შტეგენი ზურგზე ოპერაციას დათანხმდა და რამდენიმე თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგზე ოპერაციას გადაიტანს და ამის გამო რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს.
გაზეთ Diario Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მეკარემ კონსულტაციები გაიარა რამდენიმე გერმანელ ექიმთან, მოისმინა სხვადასხვა აზრი და დათანხმდა ოპერაციას, რომელიც მოაგვარებს ზურგთან დაკავშირებულ პრობლემებს. ვარაუდობენ, რომ ტერ შტეგენი 2-3 თვე ვერ დაეხმარება „ბარსელონას“.
აღნიშნავენ, რომ ჯერ ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, იქნება თუ არა მზად გერმანელი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალისთვის, რომელიც 13-14 ან 20-21 თებერვალს გაიმართება. ტერ შტეგენი ნამდვილად გამოტოვებს ესპანეთის სუპერთასს.