„ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა, შესაძლოა, დატოვოს კატალონური კლუბი. 28 წლის მეკარე ახლოს არის იმასთან, რომ „ბაიერნს“ მოელაპარაკოს კონტრაქტზე.
ესპანური პრესის ცნობით, „ბაიერნი“ ტერ შტეგენს მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილავს.
„ბარსელონა“, შესაძლოა, წავიდეს ამ გარიგებაზე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. აღნიშნავენ, რომ ტრანსფერის თანხა 80 მილიონ ევროს გაუტოლდება.
ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ის ჯერ მოედანზე არ ყოფილა ტრავმის გამო.