ტერ შტეგენი პირველი მეკარე გახდა, ვინც Marca-სგან სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო #1TVSPORT
„ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ორი პრიზი მიიღო გაზეთ Marca-სგან 2022-23 წლების სეზონის შედეგების მიხედვით.
გერმანელი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად (ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზი) და საუკეთესო მეკარედ (რიკარდო სამორას პრიზი) აღიარეს.
Marca-მ პრიზების გადაცემა 2007 წლიდან დაიწყო და ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეკარე გახდა საუკეთესო ფეხბურთელი.
გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ლა ლიგის 38 მატჩში 18 გოლი გაუშვა და 26-ჯერ შეძლო საკუთარი კარის „მშრალად“ შენახვა.