„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ისაუბრა, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
„თავს კარგად ვგრძნობ, დიდი ალბათობით, თამაშს ორი კვირის შემდეგ შევძლებ“, – ციტირებს კატალონიელთა კარის დარაჯის სიტყვებს Sport.es-ი.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ გერმანელმა მეკარემ დეკემბრის დასაწყისში ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციის ხანგრძლივ პროცესს გადის.
მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ შემადგნლობაში 17 მატჩის ჩატარება მოასწრო და კარი „მშრალად“ რვა შეხვედრაში შეინახა.
ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ი ტერ შტეგენს 35 მილიონ ევროდ აფასებს.