ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების ერთ უახლოეს მატჩში მანუელ ნოიერის ადგილს დაიკავებს
ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების ერთ უახლოეს მატჩში მანუელ ნოიერის ადგილს დაიკავებს

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების ძირითადი გოლკიპერი იქნება ეროვნული გუნდის ერთ-ერთ უახლოეს მატჩში.

გერმანია 9 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში უნდა შეხვდეს არგენტინას და 13 ოქტომბერს, ევრო 2020-ის შესარჩევში ესტონეთს. ამ ორი მატჩიდან ერთ-ერთს ტერ შტეგენი ძირითადში დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვიმ მიიღო, – წერს გაზეთი „კიკერი“.

უფრო ადრე, ტერ შტეგენმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ თითქმის არ უწევს გერმანიის ნაკრებში თამაში. ამის შემდეგ, ნაკრების პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა უპასუხა კონკურენტს და განაცხადა, რომ მისი გამონათქვამები გუნდურ სულისკვეთებას აზარალებს.