„ბარსელონას“ ძირითადი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ესპანეთის თასის ფინალს “ვალენსიას” წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.
როგორც „ბარსას“ ოფიციალური ვებგვერდი წერს, 27 წლის გერმანელს კვლავაც მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული და გააგრძელებს აღდგენას უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენმა 49 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი კარი „მშრალად“ შენახვა 23 მატჩში შეძლო.