ტერ-შტეგენი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს აგრძელებს
ტერ-შტეგენი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს აგრძელებს

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი ახლოს არის კონტრაქტის გაგრძელებასთან.

„მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, გერმანელის აგენტი აგრძელებს მოლაპარაკებებს „ბარსელონასთან” და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შეთანხმება შედგება. მხარეები ხელს მოაწერენ ახალ კონტრაქტს 2025 წლის ბოლომდე. მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს გადიოდა.

მოლაპარაკებები ტერ შტეგენსა და „ბარსელონას“ შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია მის მსვლელობაზე. მიუხედავად ამისა, გერმანელი ყოველთვის გამოთქვამდა „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილს.

ცოტა ხნის წინ, მეკარემ მუხლზე ოპერაცის გადაიტანა და სავარაუდოდ, მინდორზე ნოემბრის შუაში დაბრუნდება.