ტერ შტეგენი „ბარსელონასგან“ წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს
ტერ შტეგენი „ბარსელონასგან“ წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მუშაობას თავის გერმანელ მეკარესთან მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად.

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, 28 წლის მეკარეს სურს „ბარსელონაში“ თამაშის გაგრძელება, მაგრამ მხარეები ვერ ახერხებენ ხელფასის საკითხზე მოლაპარაკებას.

იტყობინებიან, რომ ტერ შტეგენს სურს ყოველწლიურად 10 მილიონი ევროს მიღება, იმ დროს, როცა „ბარსელონას“ წინადადებაა – 6.3 მილიონი ევრო. გერმანელის მომდევნო შეხვედრა ესპანური კლუბის ხელმძღვანელობასთან ივნისის დასაწყისში გაიმართება.

ტერ შტეგენი 2014 წლიდან თამაშობს „ბარსელონაში“. მისი მოქმედი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.