ტერ შტეგენი - „ბარსელონას“ არ დავტოვებ
ტერ შტეგენი - „ბარსელონას“ არ დავტოვებ

კატალონიური გრანდის გერმანელმა მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განაცხადა, რომ „ბარსელონადან“ წასვლას არ აპირებს.

„არ არსებობს მცირე შანსიც კი, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონას“ დავტოვებ, – ციტირებს ტერ შტეგენის სიტყვებს Kicker. – ჩემი აგენტი უკვე ელაპარაკა კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, შემდეგ კი კორონავირუსის პრობლემა დადგა და კონტრაქტის განხილვა ვეღარ მოესწრო.

იმ დროს, როცა ბევრი საკუთარ კარიერაზე ღელავს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გადავდოთ. „ბარსელონაში“ თავს კარგად ვგრძნობ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს აქ მოსწონს“.