ტეოფიმო ლოპესი წლის მოკრივე გახდა
ტეოფიმო ლოპესი წლის მოკრივე გახდა

მჩატე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, ამერიკელი ტეოფიმო ლოპესი 2020 წლის საუკეთესო მებრძოლი გახდა ვებგვერდ The Athletic-ის ვერსიით.

ხმის მიცემისას ლოპესის მთავარი კონკურენტი იყო სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური, რომელმაც 2020 წლის თებერვალში ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი დეონტეი უაილდერი.

თავად ლოპესმა 2020 წლის 18 ოქტომბერს უკრაინელ ვასილი ლომაჩენკოს სძლია და მჩატე წონაში გააერთიანა IBF-ის, WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ტიტულები.