თენგიზ სულაქველიძე - ახალკაცი ახალგაზრდებს ენდობოდა #1TVSPORT
თენგიზ სულაქველიძე - ახალკაცი ახალგაზრდებს ენდობოდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ 13 მაისის ტრიუმფის ერთ-ერთმა გმირმა, თენგიზ სულაქველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის გუნდზე საინტერესო ამბავი გაიხსენა.

„მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ  თბილისის „დინამოში“ მოვხდი. ამის გამო ნოდარ ახალკაცის მადლიერი ვარ. მაშინ ქუთაისის „ტორპედოდან“ წამოვედი, რომელიც სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა.

დიდი შრომა დამჭირდა, რომ „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყავი, რადგან გუნდი ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ამაში დიდი როლი ბატონმა ნოდარმა ითამაშა, რადგან ახალგაზრდებს ენდობოდა და ჩვენც გავუმართლეთ.

ვინმეს ხომ არ ურჩია მწვრთნელობა? ჩემთვის პირადად ასეთი რამ არ უთქვამს, მაგრამ კარიერა რომ დავასრულე, საფეხბურთო სკოლა „ნორჩ დინამოში“ მწვრთნელობა დავიწყე და მას შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში ვარ“, –  გაიხსენა თენგიზ სულაქველიძემ.