ტენ ჰაგი „ლივერპულთან“ განცდილ გამანადგურებელ მარცხზე - გულშემატკივრების მრცხვენია #1TVSPORT
„ლივერპულთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (0:7) „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.
„ეს იყო მართლაც ძალიან ცუდი თამაში, ყველაზე ცუდი ამ სეზონში. ჩვენ მოედანი ამაყად თავაწეულებს უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვახერხეთ დისციპლინირებული თამაში და შედეგად, გოლები გავუშვით.
ენფილდზე მოსული ჩვენი გულშემატკივრებისთვის ეს მძიმე სანახავი იყო. ვერ გავამტყუნებ, რომ მათ სტადიონი ადრე დატოვეს, რადგან ნამდვილად ძალიან ცუდად ვითამაშეთ. გულშემატკივრების მრცხვენია“, – განაცხადა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს „არსენალი“ ლიდერობს (63 ქულა), „მანჩესტერ იუნაიტედი“ მესამე ადგილზეა (49 ქულა), იურგენ კლოპის შეგირდები კი 42 ქულით ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.