თემურ ქეცბაია - საქართველოსთან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით [ვიდეო] #1TVSPORT
კვიპროსის ნაკრების ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება.
„ძლიერი გუნდები შეგვხვდა, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდით. რომელ ჯგუფშიც არ უნდა ვიყოთ, ეს იქნება გამოწვევა. ჩვენ საქართველოსთან მოვხვდით, მაგრამ საშიში არაფერია. ახლა თამაშებს დაველოდებით“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ 53 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადაანაწილა. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები A ჯგუფში მოხვდა საქართველოს ეროვნული გუნდთან, რომელსაც 2009-2014 წლებში ავარჯიშებდა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, A ჯგუფი
ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი