თემურ ქეცბაია - საქართველოში ფეხბურთის ბუმია და მსგავსი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ, რომელიც საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩში ვეტერანი „ჯვაროსნების“ მწვრთნელი იქნება, პრესკონფერენციაზე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ჩვეული იუმორით აღნიშნა, რომ ნაკრების წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმდა.
„მადლობა თბილისის მერიას, კახას, რომლის ინიციატივითაც ეს მატჩი გაიმართება. საქართველოში ფეხბურთის ბუმია და მსგავსი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც იცით, კვიპროსის ნაკრები ერთი კვირის წინ დავტოვე, მაგრამ (იცინის) გუნდი მალე ვიშოვე და ბევრი არც მიფიქრია, შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი“, – ამბობს თემურ ქეცბაია.
საქართველოსა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი დღეს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.