თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებში არიან კარგი ფეხბურთელები და იმედია, სასურველ შედეგს მიაღწევენ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებში არიან კარგი ფეხბურთელები და იმედია, სასურველ შედეგს მიაღწევენ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კვიპროსიდან თემურ ქეცბაია ჩაერთო. „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თავისი გუნდის მიზნებსა და ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების შანსებზე ილაპარაკა. ასევე ისაუბრა ნაკრების იმ წევრებზე, რომლებიც კვიპროსში თამაშობენ:

„ჩვენი მიზანი ყველაზე ცუდ ვარიანტში ევროსაგზურის მოპოვებაა. კარგი შედეგები გვქონდა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა. ძალიან უიღბლო თამაშები გვქონდა, მაგრამ ხარისხს რაც შეეხება, გუნდი კარგად თამაშობს და ეს მაიმედებს, რომ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება.

– კვიპროსიდან საქართველოს ნაკრებში სანიოლმა მხოლოდ ლორია გამოიძახა, ოქრიაშვილი და ქვილითაია კი ბოლო თამაშზე მწვრთნელმა გამოცვალა. ორივემ რაღაც ტრავმა მიიღო. იმედია, მძიმე ტრავმა არაა და ორივე გუნდში დაბრუნდება. ლორიას რაც შეეხება, ყველა შეხვედრას ატარებს, ახლა კი „ანორთოსისთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და შემიძლია ვთქვა, რომ კარგად არის. მე მგონია, რომ სანიოლმა ყველა ის ფეხბურთელი გამოიძახა, ვისაც შეუძლია ნაკრები გააძლიეროს.

– შეიძლება თუ არა ამ გუნდით წარმატების მიღწევა? ეს ის ჯგუფი არაა, როგორც ერთა ლიგის წინა შესარჩევში, მაგრამ იმედია, გუნდი შედეგს მიაღწევს. ჩვენს ნაკრებში არიან კარგი ფეხბურთელები, ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც – კარგია, რომ გუნდებში თამაშობენ. იმედია, სასურველ შედეგს მიაღწევენ“.