თემურ ქეცბაია - საბერძნეთთან გამარჯვება დავიმსახურეთ, მე მჯერა კვიპროსის ნაკრების #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - საბერძნეთთან გამარჯვება დავიმსახურეთ, მე მჯერა კვიპროსის ნაკრების #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრებთან ერთა ლიგაზე გამარჯვების (1:0) შემდეგ, კვიპროსელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის პერსპექტივის სჯერა.

„როდესაც საბერძნეთს ამარცხებ, აჩვენებ, რომ ბევრი შეგიძლია. ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება და მოვიგეთ. მე მჯერა გუნდის, რადგან გვყავს ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები, ასევე გამოცდილები. ძალიან მიხარია აქ ყოფნა, რაც ჩემი არჩევანია. ჩვენ შეგვიძლია კარგი სამუშაო გავაკეთოთ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც გვყავს.

რის ხარჯზე მოვიპოვეთ გამარჯვება? ჩვენმა დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა, საბერძნეთის წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ჩვენ არ მივეცით საშუალება, რომ შეეტიათ და ძალიან კარგი ორგანიზება გამოვავლინეთ.

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ნაკრები? ჩვენ ასეთი თამაშით ბევრს მივაღწევთ. ხმაურიანი განცხადებები არ მიყვარს, მაგრამ თუ საბერძნეთი დავამარცხეთ, სხვა გუნდებსაც მოვუგებთ. ბევრი ფეხბურთელი მყავს, რომლებიც შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლებენ. ახლა ეს ჩემთვის სასიამოვნო თავის ტკივილია.

რთული თამაში გვაქვს კოსოვოში. უნდა დავისვენოთ და იქ წავიდეთ კარგი შედეგის საჩვენებლად. ეს ძალიან რთული იქნება, კოსოვო ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ჩვენ იქ წავალთ წარმატების მისაღწევად.

გუსტავო პოიეტთან ჩემს პირველ გამარჯვებაზე იმას ვიტყვი, რომ ეს არაფერს ნიშნავს. სასიამოვნოა მისი კვლავ ნახვა. პრემიერ ლიგაში ვითამაშეთ. მან დიდი სამუშაო შეასრულა ჯგუფთან ერთად“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ქართველმა სპეციალისტმა და კვიპროსმა საბერძნეთთან მოგებით ერთა ლიგაზე გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს დიდი საქმე გაუკეთეს, რადგან გიბრალტართან სტუმრად მოგების შემთხვევაში, ერთა ლიგის ნახევარფინალს საქართველოში ვითამაშებთ.