თემურ ქეცბაია - მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ გასვლას გამოეხმაურა და გუნდს თაობების ოცნების ასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„უბედნიერესი დღე დაგვიდგა და მიხარია, რომ ამ გუნდმა, ასე ერთიანად, სულით და გულით, ჩვენი დიდი ხნის ოცნება აგვისრულა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებისთვის იშრომა.

მადლობა მთელ გუნდს, რომელმაც შეძლო ის, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა. ალბათ გუშინ არავის ეძინა და ყველა ზეიმობდა. მინდა, ასეთი ერთიანი და გახარებული საქართველო კიდევ ბევრჯერ ვნახოთ. საქართველო ევროპაზეა“, – წერს თემურ ქეცბაია.

ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი „ჯვაროსნების“ ფორმით 1990–2003 წლებში თამაშობდა და 52 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, ნაკრების მწვრთნელი კი 2009–2014 წლებში იყო. 2022 წლიდან ქეცბაია კვიპროსის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია.