თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ომონიასთან“ მატჩზე, რომელშიც მისი გაწვრთნილი „ანორთოსისი“ 0:2 დამარცხდა.
„ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. მიმაჩნია, რომ დავალებები არ შევასრულეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. არ ვიტყოდი, რომ ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ნახევარში „ომონია“ უკეთესი იყო. გვქონდა კარგი შესაძლებლობა და ვერ გამოვიყენეთ. არ ვიცი, ასეთ შესაძლებლობებს როგორ ვერ ვიყენებთ. „ანორთოსისმა“ ითამაშა და როგორც მწვრთნელი, ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ ვიღებ.
წინ კიდევ ერთი თამაშია, ასეთი შედეგის შემდეგ ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვება ადვილი არ იქნება. მაგრამ რაც უნდა რთული იყოს, მოგებისთვის ვიბრძოლოთ. მრავალი წლის შემდეგ სტადიონი გავავსეთ, მაგრამ ხალხს იმედები გავუცრუეთ. ერთ კვირაში განმეორებით მატჩში თამაშის რადიკალურად გამოსწორებას შევეცდებით.
არ მგონია, რომ ჩვენი არჩეული ტაქტიკა და მოთამაშეები შეცდომა იყო. უბრალოდ, ასეთ მატჩებში შემსრულებლები გვჭირდება. ახლა ამაზე საუბარი დაგვიანებულია. მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთია და იმედს არ ვკარგავთ. ჩვენი დაცვით ჩემპიონატში მე-5 ადგილზე ვართ, მაგრამ საუკეთესო შეტევა გვყავს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს ნიქოზიაში გაიმართება და მასპინძელი „ომონია“ იქნება. შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მოქმედი გამარჯვებულია.