თემურ ქეცბაია - ბელარუსთან მატჩისთვის ყველაზე მისაღები თარიღი მარტია | ტაიმაუტი
თემურ ქეცბაიას აზრით, უკეთესი იქნება, თუ საქართველოს ნაკრები „ერთა ლიგის“ ნახევარფინალურ შეხვედრას 2021 წლის მარტში გამართავს – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ამჟამინდელმა დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხზე, გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას ილაპარაკა.
„ბელარუსში ჩემპიონატი გრძელდება, სადაც ჩვენი მეტოქის ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი თამაშობს. ამ დროს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა გაჩერებულია. მატჩი შემოდგომაზე ან მომავალი წლის მარტში ჩატარება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის მარტი ყველაზე მისაღები ვარიანტია, ფეხბურთელები ამ დროისთვის კარგად მომზადებულები რომ იყვნენ,“ – ამბობს თემურ ქეცბაია.
თუმცა, მისი თქმით, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მოთამაშეები, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ხუთი ფეხბურთელი, კორონავირუსისის დროს ვარჯიშობდნენ – „ორშაბათიდან გუნდმა ვარჯიში განაახლა. მოთამაშეებს ინდივიდუალური დავალება ჰქონდათ და ეს თვენახევარი არ დაუსვენიათ. ასე რომ, სეზონი თუ განახლდა, მოსამზადებლად გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყები არ გვექნება. ფეხბურთელების უმრავლესობა კარგ ფიზიკურ კონდიციაშია“.