თემურ ქეცბაია - „ანორთოსისისთვის“ ეს ქულაც მისაღები იყო #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისისთვის“ ეს ქულაც მისაღები იყო #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გასვლაზე „პაფოსთან“ გამართა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2. ქართველმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა და იმედგაცრუება ვერ დამალა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში იყო, ინტენსიური, ტემპიანი და ემოციური. სამწუხაროდ, პირველ ტაიმში მეტოქის თამაშზე შესაფერისი პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ. გვინდოდა, რამდენიმე ფეხბურთელი საქმეში გამოგვეცადა, მოახერხებდნენ თუ არა ისინი გუნდი დახმარებას. შესვენებაზე რამდენიმე ცვლილება მოგვიხდა და ბევრად უკეთესად ვითამაშეთ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

ფამაგუსტას გუნდის ქართველმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ „პაფოსთან“ ქულითაც კმაყოფილი დარჩა:

„ჩვენ მოგება გვინდოდა, მაგრამ „პაფოსი“ იმდენად ძლიერი მეტოქეა, ადვილი არაა, ესტუმრო და გაიმარჯვო. ამიტომ მოგვიხდა ერთი ქულით დაკმაყოფილება. თუმცა ამითაც კმაყოფილები ვართ“, – ამბობს ქეცბაია.

25 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 40 ქულა დააგროვა და ფინალურ ოთხეულში მე-4 ადგილზე დაწინაურდა. ამავე დროს, ლიდერებს დიდად არ ჩამორჩება.