თემურ ქეცბაიამ, ლარნაკას აეკ-თან ფრედ დასრულებული (0:0) მატჩის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
„მიმაჩნია, საკმაოდ რთული თამაში ჩავატარეთ. შედეგი სამართლიანია, რადგან ბევრი საგოლე შესაძლებლობა არც ერთ გუნდს ჰქონდა. მართალია, ბოლოს საუკეთესო საგოლე შანსი მოგვეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ“, – თქვა ქეცბაიამ.
„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ერთმანეთს გოლის გატანის საშულება არ მივეცით. ეს დიდი მნიშვნელობის თამაში იყო – ერთმანეთში ვინაწილებდით არა მხოლოდ სამ ქულას, არამედ ბევრ სხვასაც. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ლარნაკას აეკ-თან უპირატესობის შენარჩუნება მოვახერხეთ. ჩვენ მარტო არ ვთამაშობთ, სხვებიც თამაშობენ. ამიტომ, ეს ბრძოლა არავისთვის არის ადვილი“. – აცხადებს ქეცბაია.
კვიპროსის სუპერლიგაში 23-ე ტურის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 44 ქულა დააგროვა და ლიდერებს, ნიქოზიას „ომონიას“ და ლიმასოლის „აპოლონს“ 3-3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან აეკ-ს – მხოლოდ ქულით.