„ჩელსის“ თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა საეჭვო უწოდა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული პრემიერლიგის განახლების გეგმებს. ფეხბურთელი აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა.
„ჩემთვის მთავარია, რომ ყველანი წესრიგში იყვნენ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფეხბურთიც დაბრუნდება. თუ ჯერ უსაფრთხო არ არის, სჯობს, კიდევ ცოტა ხანი მოვიცადოთ. მამაჩემს ასთმა აქვს, ამიტომ, თუ მე ვითამაშებ და კორონავირუსით დავინფიცირდები, ეს იქნება ყველა შესაძლებელი სცენარიდან ყველაზე უარესი“, – ამბობს აბრაჰამი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. 16 მაისს გერმანული ბუნდესლიგა განახლდება, ინგლისის პრემიერლიგის განახლების თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.