ტემი აბრაჰამი ნიგერიის ნაკრებში გადასვლაზე - „გამორიცხული არაფერია“
წარმოშობით ნიგერიელი „ჩელსის“ თავდამსხმელი ტემი აბრაჰამი, რომელსაც ორი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის 21-წლამდელთა გუნდში და ეროვნული ნაკრების მაისურით ამდენივე ამხანაგურ მატჩში მიუღია მონაწილეობა, არ გამორიცხავს მომავალში თავისი ისტორიული სამშობლოს სახელით გამოსვლას.
„ამაზე სერიოზულად ჯერ არ მიფიქრია, თუმცა მიმაჩნია, რომ მომავალში გამორიცხული არაფერია“, – ამბობს აბრაჰამი, – „არასოდეს უნდა თქვა „არასოდეს“, თუმცა ახლა მთელი ყურადღება „ჩელსიზე“ მაქვს გადატანილი“.
ამ საკითხზე კომენტარი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც გააკეთა.
„მე ვუთხარი ტემის, რომ მას ნიგერიის ნაკრებში უფრო მეტი შანსი აქვს, ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს, ვიდრე ინგლისის ეროვნულ გუნდში, რომელშიც უამრავი შესანიშნავი თავდამსხმელი თამაშობს“, – განაცხადა ამაჯუ პინიკმა.
აბრაჰამმა მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და პრემიერ-ლიგაში უკვე შვიდი გოლი გაიტანა, მათ შორის ჰეთ-თრიკი „ვულვერჰემპტონთან“.