#ტელემუზეუმი სსრკ ჩემპიონატი ფეხბურთში, 1950-იანი წლების ჩანაწერი
სსრკ ჩემპიონატი ფეხბურთში თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის. მატჩი მოსკოვის „დინამოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. 1950-იანი წლების ჩანაწერი.
საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.