ტელემუზეუმი - ფოლკლორული ანსამბლი გორიდან, 1949 წლის არქივის უნიკალური კადრები

მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნა სტალინის 70 წლის იუბილეს. კომპოზიციას ასრულებს ფოლკლორული ანსამბლი გორიდან. ვიდეომასალა აღებულია 1949 წლის არქივიდან.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.

ტელემუზეუმი